ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აღნიშნავს მსოფლიო 2014 წლის დადგომას


რუსეთში, ფილიპინებზე, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანი ახალი წლის დადგომას ზეიმით ხვდება

დღეს 2014 წლის დადგომა დედამიწაზე პირველად ახალმა ზელანდიამ აღნიშნა. სხვადასხვა ქალაქების საზოგადოებრივ ადგილებში მოქალაქეები შეიკრიბნენ და ახალ წელს მუსიკით და ფოიერვერკებით შეხვდნენ.

ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში საზეიმო დღესასწაულზე დასასწრებად მილიონ ნახევარი ადამიანი გავიდა. საახალწლო ღონისძიება ფიორვერკების გრანდიოზული შოუთი დასრულდა.

იაპონელებს ახალი წლის სუფრის მთავარ კერძად დღეს ზღვის პროდუქტი და მაკარონი ჰქონდათ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს კერძები მთელი წლის განმავლობაში წარმატებას მოუტანს.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც: რუსეთში, ფილიპინებზე, დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანი ახალი წლის დადგომას ზეიმით აღნიშნავს.

2014 წლის დადგომას სამხრეთ აფრიკაშიც იზეიმებენ, ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ეროვნული გმირისა და ყოფილი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას ხსოვნას დაეთმობა.
XS
SM
MD
LG