ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ეკონომიკა


საფონდო ბირჟების გამოცოცხლება ჩინეთის ვაჭრობას უკავშირდება

აზიური ბაზრები ჩინეთის ვაჭრობის დადებითი მონაცემების გამოქვეყნების მოლოდიონში არიან. ჰონგ-კონგის ბირჟაზე ვაჭრობამ ცხრა მეათედი პუნქტით მაღლა აიწია, ხოლო ტოკიოს ბირჟა სამი მეოთხედი პროცენტის შედეგით დაიხურა.

სულ მთლიანად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საფონდო ინდექსმა რვა მეათედი პროცენტით მოიმატა. ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს კი ჩინეთის ექსპორტის და იმპორტის გაზრდას უკავშირდება. აპრილში ჩინეთის ვაჭრობამ 18, 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპორტი 14, 7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 16, 8 პროცენტით.
XS
SM
MD
LG