დედამიწაზე დღეს 30 მილიონამდე ადამიანი ჯერ კიდევ მონობაში იმყოფება - აცხადებს ავსტრალიაში დაფუძნებული ორგანიზაცია Walk Free Foundation. ითარგმნება, როგორც „თავისუფლად სიარულის ფონდი“. ორგანიზაციამ პირველად ისტორიაში, შექმნა გლობალური მონობის ინდექსის სისტემა, რომელიც 162 ქვეყანას თანამედროვე ტიპის მონობის მაჩვენებლის მიხედვით ანაწილებს. მკვლევარები მონობის კლასიფიცირებას რამდენიმე ნიშნით ახდენენ, მათ შორისაა ისეთი დანაშაულებრივი ქმედება, როგორიცაა ადამიანთა ტრეფიკინგი, იძულებითი შრომა და ბავშვების ექსპლუატაცია.
გლობალური მონობის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მავრიტანიას აქვს. ორგანიზაციის ანგარიშით, ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი მონობაში იმყოფება. მეორე ადგილზეა ჰაიტი, შემდეგ - პაკისტანი, ინდოეთი და ნეპალი. ორგანიზაციის წარმომადგენლის, კევინ ბეილისის თქმით, მონობაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი „უიმედო ეკონომიკურ მდგომარეობაში“ მყოფი მიგრანტები არიან.