მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის შიმშილობის მაჩვენებელი ცოტათი შემცირდა, თუმცა ეს მონაცემები საბოლოო განვითარების დონეს მაინც არ პასუხობს. ამის შესახებ გაეროს ახალი ანგარიშშია მოთხრობილი. უფრო ვრცლად, ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ბარაგონა მოგვითხრობს.
გაეროს მსოფლიო კვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოში რვიდან ერთი ადამიანი, მთლიანობაში 842 მილიონი ისევ ქრონიკულად შიმშილობის ზღვარზე იმყოფება.
გასული წლის 868 მილიონთან შედარებით, წლევანდელი მონაცემი აშკარად შემცირებულია. 1990 წლიდან 2013 წლამდე კი მსოფლიოში შიმშილობის მაჩვენებელი მთელი 17% შემცირდა.
თუმცა მსოფლიოს ლიდერების მიზანია, რომ 2015 წლისათვის წელს არსებული მონაცემი განახევრდეს.
„ამის მიღწევა შესაძლებელია“ აცხადებს გაეროს მსოფლიოს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სტატისტიკოსი პიერო კონფორტი.
მისი თქმით, არანაკლებ როლს თამაშობს ამ მიმართულებით ეგრეთ წოდებული მილენიუმის განვითარების პროექტი, რომლის მიზანსაც განვითარებად ქვეყნებში შიმშილობის მდგომაროებაში მყოფი ადამიანების შემცირება წარმოადგენს.
პიერო კონფორტი: ამ მიზანმა თავის შედეგს უკვე ბევრ ქვეყანაში მიაღწია. თუმცა მაინც, ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის გასაკეთებელი 2015 წლისათვის, რომ არსებული მონაცემი განახევრდეს.
ის ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო სფეროში ინვესტირება, უფრო კონკრეტულად კი მცირე სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელება უფრო დიდ საქმეს - შიმშილობის და სიღატაკის შემცირებას შეუწყობს ხელს.
პიერო კონფორტი: იმ ქვეყნებში, სადაც კვების უსაფრთხოება ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში მთავარ მიმართულებას წარმოადგენს, და სადაც ნამდვილად იგრძნობა ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ვალდებულებების შესრულება, შედეგიც არ აყოვნებს.
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ შიმშილობის პრობლემა ყველაზე მეტად სუბ-საჰარის აფრიკულ ქვეყნებში არსებობს, სადაც პროგრესი რთულად მიდის. იყო მცირე გაუმჯობესება სამხრეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, თუმცა სიტუაცია უცვლელია დასავლეთ აზიის სახელმწიფოებში.
ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შედარებით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა.
კონფორტის თქმით, ბოლო წლებში ეკონომიკის ჩავარდნამ და საკვებ პროდუქტებზე ფასების გაზრდამ გლობალურ შიმშილობაზე მოსალოდნელზე დაბალი ზეგავლენა მოახდინა. ფერმერებმა კი ფასების აწევის სანაცვლოდ პროდუქცია გაზარდეს.
ასევე გაეროს ანგარიშში საუბარია ფულადი გზავნილების პოზიტიურ გავლენაზეც - იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ და საკუთარი ოჯახის წევრებს ეხმარებიან.
პიერო კონფორტი: ისინი მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს წარმოადგენენ, ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს ადამიანებისთვის ეს, ვიდრე უცხოური დახმარება.
კონფორტის აზრით, ინვესტიციის სწორად განხორციელების შემთხვევაში ამ ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი იმპულსის მიცემა შეუძლიათ მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის რომ კვების უსაფრთხოების პოლიტიკა გაძლიერდეს.