ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკის გლობალური გამოწვევები


მსოფლიო ბანკი განვითარებად ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს დამოუკიდებლად შეეცადონ ეკონიმუკური კრიზისიდან გამოსვლა

მსოფლიო ბანკის განცხადების თანახმად, ოთხწლიანი ფინანსური კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა კვლავაც არასტაბილურია.
განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკური აღმავლობის ნიშნები მინიმალურია. მსოფლიო ბანკი განვითარებად ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს დამოუკიდებლად შეეცადონ ეკონიმუკური კრიზისიდან გამოსვლა და არ იყვნენ მდიდარი სახელმწიფოების იმედად.
მსოფლიო ბანკის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური აღმავლობის დაწყება უახლოეს მომავალში არარაელურია. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ იანგ კიმის განცხადებით, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა არ მოხდება და აღმავლობა ნელ-ნელა უნდა დაიწყოს.
როგორც მსოფლიო ბანკის მოხსენების ერთ-ერთი ავტორი, ეკონომისტი ალენ დენისი აცხადებს:“ 2012 წელს აღმავლობამ მხოლოდ 2-3% შეადგინა და კრიზისამდელ ნიშნულს მიაღწია.“
მსოფლიო ბანკი ეკონომიკის სწრაფ ზრდას არც წელს მოელის. ალენ დენისის თქმით:“ 2013 წელს აღმავლობა 2-დან 4%-მდე იქნება. ახლანდელი რთული პერიოდი მდიდარი ქვეყნების კრიზისით არის გამოწვეული.“
ამერიკასა და ევროპაში მიღებულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მთელ მსოფლიოზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ახლა დიდი დებატები მიმდინარეობს შეერთებული შტატების უზარმაზარი ვალის გამო. თუმცა ეკონომიკური ექსპერტების აზრით გლობალურ ეკონომიკას ევროზონაში შექმნილი არასტაბილურობა უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.
როგორც მსოფლიო ბანკის ექსპერტი ალენ დენისი ამბობს, შეერთებული შტატების დავალიანების გაზრდამ უკვე იმოქმედა გლობალური ეკონომიკის აღმავლობაზე ამერიკასა და განვითარებად ქვეყნებში. მისი აზრით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას უფრო მეტი დრო დაჭირდება ვიდრე ამას ადრე ვარაუდობდნენ.
უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით სუბ-საჰარას აფრიკაში ეკონომიკურ ზრდის სწრაფი ტემპები დაფიქსირდა, რაც მათ მიერ გატარებული ფისკალური პოლიტიკის შედეგია. ათი-თხუთმეტი წლის წინ სუბ-საჰარა აფრიკის ქვეყნების ექსპორტის 40% ევროპაზე მოდიოდა ახლა ეს მაჩვენებელ 25%-მდე დაეცა, რაც ევროპის ბაზარზე მათ დამოკიდებულებას ამცირებს.
წელს მსოფლიო ბანკი ამ რეგიონის ქვეყნებისთვის 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, თუმცა ამგვარი აღმავლობა სუბ-საჰარა აფრიკის ყველა სახელმწიფოში არ არის მოსალოდნელი. ეკონომიკურ აღორძინებაზე უარყოფითად მოქმედებს ამ რეგიონში გამეფებული პოლიტიკური არასტაბილურობა, კონფლიქტები და ამინდის ცვალებადობა.
XS
SM
MD
LG