ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის განცხადება


ავღანელ ლიდერთა ეროვნული კრება პარასკევს აგრძელებს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ახალი პაქტის განხილვას

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ავღანეთთან შეთანხმების გაფორმების გარეშე, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ვერ შეძლებენ „2014 წლის შემდეგ ავღანეთში ყოფნის დაგეგმვას“.

ბატონმა კარზაიმ ხუთშაბათს გააოცა ამერიკელი და ავღანელი ოფიციალური პირები განცხადებით, სადაც თქვა, რომ აპირებს შეაყოვნოს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერა 2014 წლის აპრილამდე, როცა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მოულოდნელი ნაბიჯის კვალდაკვალ, ავღანელ ლიდერთა ეროვნული კრება პარასკევს აგრძელებს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ახალი პაქტის განხილვას.
XS
SM
MD
LG