შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს კონგრესის ლიდერებთან მართავს შეხვედრას, რათა შეძლონ შეთანხმების მიღწევა და თავიდან აირიდონ ე.წ. ფისკალური უფსკრული. პრეზიდენტი ობამა შეხვდება სენატში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს ჰარი რეიდს და მიჩ მაკონელს, ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ჯონ ბეინერს და დემოკრატების ლიდერს წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პელოსის. როგორც ცნობილია, შეთანხმების მიღწევის ვადა კონგრესსა და პრეზიდენტს შორის 1 იანვარს იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატური საბიუჯეტო შეკვეცები და გადასახადების გაზრდა დაიწყება. ეკონომისტები შიშობენ, რომ ამან შესაძლია ამერიკის ისედაც მყიფე ეკონომიკა რეცესიაში დააბრუნოს.
პრეზიდენტი კონგრესის ლიდერებთან შეთანხმებას ცდილობს