ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილოცვები და სურვილები ვაშინგტონიდან


საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავზე​ ამერიკელი დიპლომატები და მიმომხილველები ქართველებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

სვანტე კორნელი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი: "ჩვენ, ვინც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოს საკითხებზე ვმუშაობთ, ბევრი ცუდი და კარგი პერიოდი გვახსოვს. მოხარულნი ვართ, მივულოცოთ საქართველოს ის პროგრესი, რაც ჰქონდა. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში. გისურვებთ, რომ მომდევნო 100 წელიწადი გასულ ასზე უკეთესი იყოს", - ამბობს სვანტე კორნელი.

კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში "ყოველთვის ვუსურვებ საქართველოს დიდ წარმატებას. მინდა ვნახო მეტი ეკონომიკური განვითარება, მშვიდობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება იქ, სადაც მათი ადგილია-საქართველოში. ვუსურვებ ყველაფერ ძალიან, ძალიან კარგს. ყველა ელჩს ვინც იქ ამ წლებში ვიყავით, ქვეყნის მიმართ ძალიან თბილი გრძნობები გვაქვს, გვიყვარს იქ დაბრუნება, ქვეყნისა და მეგობრების მონახულება".

კურტ ვოლკერი ამერიკის სპეც. წარმომადგენელი უკრიანის საკითხებში: "პირველ რიგში - ასე განაგრძეთ! საქართველო გამორჩეული ქვეყანაა. უდიდესი შემართება, უდიდესი დინამიზმი, იდენტობის ძლიერი შეგრძნება, ძლიერი ლტოლვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, სურვილი გლობალურ საზოგადოებასთან კავშირისა, და ესაა დაუჯერებელი შემართება ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ასე რომ, შეინარჩუნეთ ის". ​

რიჩარდ ნორლანდი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში: "მართალია ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ, ამერიკის ყოფილი ელჩები, საქართველოში სხვადასხვა მთავრობის დროს და ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ვმუშაობდით, მაგრამ ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს - საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი სიყვარული. დიდი პატივისცემა და აღტაცება იმით, რასაც თქვენ მიაღწიეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს საქართველოს არსებობის მომდევნო ასი წლის განმავლობაში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG