ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისი- ცენტრალური ამერიკისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გამოიყოფა


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, განაცხადა, რომ 1.2 მილიარდის ღირებულების ინვესტიცია ცენტრალური ამერიკის განვითარებაში ჩაიდება. ეს რეგიონში მიგრაციის შემცირების პროგრამის ნაწილია.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მიგრაციის პრობლემის მთავარ გამოწვევებთან ბრძოლაში",- თქვა ჰარისმა. "ამავდროულად, მთავრობას არ შეუძლია, რომ ეს საქმე მარტომ აკეთოს", დაამატა ვიცე-პრეზიდენტმა იმ 10 კომპანიის წარმომადგენელებთან შეხვედრამდე, ვინც ინევსტიცია უნდა განახორციელონ.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინვესტიციებს ცენტრალურ ამერიკაში ჩადებენ ისეთი კომპანიები, როგორიებიცაა: პეპსიკო, მასტერქარდი, კარგილი და სხვა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, კამალა ჰარისი მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მთავარ პასუხისმგებელ პირად დაასახელა. მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ცენტრალური ამერიკის ოფიციალურ პირებთან ერთად მუშაობა და არალეგალური მიგრაციის პრობლემების გადაჭრაა.

ჰარისი ამბობს, რომ ეს ახალი ინიციატივა არ იქნება ისეთი, თითქოს "ამერიკა მიდის და ყველას ეუბნება, როგორ მოიქცნენ", არამედ ეს იქნება პარტნიორობაზე დამყარებული ურთიერთობა, სადაც ამერიკა დაეხმარება და ხელს შეუწყობს ცენტრალური ამერიკის ერებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG