ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბიშვილი პომპეოს საქართველოში ვიზიტს მიესალმება


სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, 2019 წელი
სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, 2019 წელი

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თბილისში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ "ტვიტერზე" წერს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"მივესალმებით ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორის აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისთვის" - წერს პრეზიდენტი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით თბილისს ხვალ ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, უმაღლესი რანგის ამერიკელი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება.

ამის შემდეგ, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გაიმართება.

პომპეო ასევე შეხვდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს.

ვიზიტის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მრგვალი მაგიდის ფორმატში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG