შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ამერიკა თავის დიდი ხნის მოკავშირეს - ფილიპინებს, რომელსაც ჩინეთთან ტერიტორიული დავა აკავშირებს, 40 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს.
ეს განცხადება კერიმ მანილაში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივანს ალბერტ დელ როზარიოს და პრეზიდენტ ბენინიო აკინოს უნდა შეხვდეს.
ამერიკის სამხედრო დაფინანსება ფილიპინების სამხედრო შეიარაღებას მუსლიმ მეამბოხეთა წინააღმდეგ საზღვაო თავდაცვისა და კონტრტერორისტულ ოპერაციებში დაეხმარება.
ფილიპინების სამხედრო დახმარება იმ 32 მილიონიანი პაკეტის ნაწილია, რომლითაც შეერთებული შტატები სამხრეთ აზიის ქვეყნებს ტერიტორიალური წყლების დასაცავად აძლევს. დახმარების პაკეტიდან 18 მილიონი დოლარი ვიეტნამს გადაეცემა.
ჯონ კერიმ ასევე განაცხადა, რომ ამერიკა ეწინააღმდეგება ჩინეთის მიერ თვითნებურად გამოცხადებულ საჰაერო თავდაცვის ზონას, რომელშიც იაპონიის ტერიტორიაში შემავალი აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაც შედის.