ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ


პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ვენესუელის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ნორვეგიაში მართავენ მოლაპარაკებებს. ნიკოლას მადუროს ხელისუფლებას ინფორმაციის მინისტრი ხორხე როდრიგესი წარმოადგენს, რომელიც მადუროს თქმით „ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებს“ ნორვეგიაში. ოპოზიციას, პარლამენტარი სტალინ გონზალესი წარმოადგენს.

ნორვეგიაში მოლაპარაკებები მას შემდეგ იმართება, რაც სამხედრო ძალებმა არ შეისმინეს თვითგამოცხადებული ოპოზიციონერი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მოწოდება 30 აპრილს, რომ ნიკოლას მადუროს წინ აღდგომოდნენ. გუაიდომ თავი პრეზიდენტად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ოპოზიციის უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკანონმდებლო ორგანომ მადუროს მიერ კიდევ ერთი ვადით, არჩევნების გაყალბება დაადგინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG