ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ კვირას გამართული ასამბლეის არჩევნები, რომელმაც კონსტიტუცია უნდა შეცვალოს, სრული წარმატებით ჩატარდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხალხმა საკონსტიტუციო ასამბლეა აირჩია.
ვენესუელის ოპოზიციურმა ძალამ განაცხადა, რომ არაპოპულარულმა ღონისძიებამ შესაძლოა სოციალისტური დიქტატურა დაამყაროს და ქვეყნის მოქალაქეებს ხმის მიცემის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში ათობით საარჩევნო უბანი ცარიელი იყო.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანმა ჰეთერ ნაუერტმა თქვა, რომ კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა „ვენესუელის ხალხის თვითგამორკვევის უფლებას ძირი გამოუთხარა.“
პოპულარული
1
Facebook Forum