ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადურო სამხედროებს გადატრიალების ჩახშობისკენ მოუწოდებს


ვენესუელის სოციალისტი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ძალაუფლებას კიდევ უფრო მეტად ჩაებღაუჭა, როცა დღეს, შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა სახელმწიფო გადატრიალების ნებისმიერი მცდელობა ჩაახშონ.

ამასობაში, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, სამხედრო ლიდერების საკმარისი რაოდენობა ვერ დაარწმუნა იმაში, რომ შეეწყვიტათ მადუროს მხარდაჭერა. ორდღიანი არეულობის შემდეგ, მადურო ტელევიზიით გამოჩნდა სამხედრო ძალების მეთაურთან ერთად და "მაღალი მორალის შენარჩუნების, მოღალატის განიარაღებისა და მისი დამარცხებისკენ“ მოუწოდა.

გუაიდომ, რომელსაც უსაფრთხოების ძალების მცირე კონტიგენტი უჭერს მხარს, კვირის დასაწყისში მადუროს წინააღმდეგ გამოსვლების დაწყებისკენ მოუწოდა. სამშაბათს და ოთხშაბათს ათასობით ადამიანი მართლაც გამოვიდა კარაკასის ქუჩებში და ზოგიერთმა სამართალდამცავებს ქვები ესროლა. უსაფრთხოების ძალები მათ ცეცხლსასროლი იარაღით, რეზინის ტყვიებით და ცრემლმდენი გაზით დაუპირისპირდა. ათობით ადამიანი დაშავდა, ორი დემონსტრანტი კი დაიღუპა.

ამ ეტაპზე, გუაიდოს მხარეს სამხედროები მასიურად არ გადასულან. მისი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, რომ ხუთშაბათს მასობრივი გაფიცვა დაიწყებოდა, კარაკასის ქუჩებში სიმშვიდეა.

ამერიკელმა ლიდერებმა მადუროს წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოხატეს და განაცხადეს, რომ აშშ, საჭიროების მიხედვით, მზად არის ვენესუელაში სამხედრო გზით მოახდინოს ინტერვენცია. თუმცა, არც პომპეოს და არც პრეზიდენტ ტრამპს არ დაუკონკრეტებიათ, თუ როდის გადადგამს აშშ ამ ნაბიჯს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG