ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს ძალადობის აცილებისკენ მოუწოდებს


გაერო ვენესუელაში ყველა მხარეს მოუწოდებს აიცილონ თავიდან ძალადობა. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და რომელიც მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა აღიარა, განახადა, რომ მას ნიკოლას მადუროს გადასაყენებლად სამხედროების მხარდაჭერა აქვს. ეს კი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი იყო, რადგან ამ დრომდე მადურო სამხედროების მხარდაჭერას ინარჩუნებდა.

აშშ-ის მთავრობამ, რომელიც მხარს უჭერს გუაიდოს, ვენესუელელ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი ასევე თქვა, რომ აშშ ვენესუელელ ხალხს მხარს უჭერს და რომ დემოკრატია ვერ დამარცხდება. რუსეთმა, დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა და გუაიდოს ბრალად დასდო რეგიონში ძალადობრივი ქმედებების კამპანიის დაწყებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG