ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში მთავრობამ შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთა


ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ჯარის ყოფილი ოფიცრის მიერ სამხედრო ბაზაზე ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთა.

გავრცელებული ცნობებით, ამ ამბოხებაში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა.

თავდახმის ორგანიზატორმა ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც აცხადებს, რომ მადუროს ტირანიის წინააღმდეგ კანონიერ ამბოხებას აწყობს. ვენესუელაში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დროს განვითარებული არეულობის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა გასულ კვირას, როცა პრეზიდენტმა მადურომ ახალი ასამბლეა დაამტკიცა, რომელიც კონსტიტუციას შეცვლის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG