ვატიკანის სასამართლომ კომპიუტერულ პროგრამისტს, რომელიც ვატიკანის მიერ იყო დაქირავებული და რომელიც რომის პაპის პირად მსახურს პაპის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გაჟონვაში უწყობდა ხელს, 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ კი მან 5 წლიანი პრობაციაც უნდა გაიაროს. 48 წლის პროგრამისტს, კლაუდიო სციარპელეტის [პაპის პირადი მსახურის] დახმარებისა და წაქეზების მუხით გამოუტანეს განაჩენი. სასამართლოს სამი მოსამართლე უძღვებოდა. განაჩენი მოგვიანებით ვატიკანის პრესცენტრის ჟურნალში დაიბეჭდა.
ვატიკანის სასამართლოს განაჩენი
კლაუდიო სციარპელეტის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გაჟონვის ხელშეწყობისთვის გამოუტანეს განაჩენი