ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჟურნალისტები დაუცველები არიან


Anna Politkovskaya Rally in Moscow Oct 7, 2012
Anna Politkovskaya Rally in Moscow Oct 7, 2012
ოქტომბერში ექვსი წელი გადის რუსი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებების აქტივისტის - ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან. ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში მოკლეს ჩეჩნეთში. მკვლელობის მიზეზი მის მიერ წარმოებული კამპანია იყო, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ეხებოდა.

უხარისხოდ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, პოლიტკოვსკაიას ნამდვილი მკვლელები დაუსჯელი დარჩნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, „სამართალი მანამ არ აღსრულდება, ვიდრე მისი მკვლელები არ გასამართლდებიან და დაისჯებიან.“

რუსეთში ჟურნალისტობა ერთ-ერთი სახიფათო პროფესიაა. ისინი, ვინც მთავრობას ან მთავრობასთან დაკავშირებულ ძლიერ ბიზნეს ინტერესებს აკრიტიკებს, ფიზიკური თავდასხმების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამთავრობო სააგებტოებიდან მზარდი ყურადღების სამიზნეები ხდებიან. ჟურნალისტები და აქტივისტები ხშირად ხდებიან ფიზიკური თავდასხმებისა და მკვლელობის მსხვერპლი საკუთარი საქმის კეთების გამო. შარშან პოლიტიკური მოტივებით გარუნ კურბანოვი, იახია მუჰამედოვი და ხაზიმურად კამალოვი იყვნენ. „კომერსანტ ვლასტის“ ინფორმაციით, 2011 წელს პრესის წარმომადგენლებზე თავდასხმის 81 შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, წარსულში მომხდარი არაერთი თავდასხმისა და მკვლელობის საქმეები ჯერ ისევ გამოძიებაშია. მათ შორისაა 2009 წელს ჩეჩნეთში ნატალია ესტემიროვას და 2004 წელს ჯურნალ „ფორბსის“ რუსული გამოცემის რედაქტორი პოლ ხლებნიკოვის მკვლელობა. სავარაუდოდ, ხლებნიკოვი იმის გამო მოკლეს, რომ ის კორუფციის საქმეებსა და ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს იძიებდა. მისი მკვლელი დღემდე არ არის დასჯილი. რუსული გაზეთი - „ნოვაია გაზეტა“, დამოუკიდებელი ინტერნეტგამოცემა - „კავკაზსკი უზელ“ და უფლება დამცველი ორგანიზაცია - „ჰუმან რაითს ვოჩი" აცხადებენ, რომ ესტემიროვამ ადამიანების წამების, გაუჩინარებისა და მკვლელობის შემთხვევები ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან დააკავშირა.

შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებულ დაშინების კამპანიის და თავდამსხმელებთა კანონის ძალით დაუსჯელობის გამო. ჟურნალისტებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში საშუალება უნდა ჰქონდეთ ისე შეასრულონ საკუთარი პროფესიული ვალდებულებები, რომ პოლიტიკური ანგარისწორების შიში არ ჰქონდეთ.
XS
SM
MD
LG