დღეს ამერიკა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგებს პატივს და ამერიკის მოსახლეობას სპეციალური სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს დაღუპული ჯარისკაცების მემორიალს, რომელიც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მდებარეობს. იქ დაახლოებით 260 ათასი ჯარისკაცია დაკრძალული. თითოეულ საფლავზე ჯარისკაცებმა დაცემული თანამებრძოლებისთვის პატივის მისაგებად სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკის დროშები დაარჭეს.
დილით პრეიზიდენტმა და მისმა მეუღლე მიშელ ობამამ საუზმეზე დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.
ხსოვნის დღე ამერიკაში პირველად სამოქალაქო ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ 1868 წელს გაიმართა. ამერიკის სამოქალქო ომში 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხსოვნის დღე ზაფხულის არდადეგების არაოფიციალურ დასაწყისად ითვლება.