ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიქტორია ნულანდი საქართველოში აგრძელებს ვიზიტს


ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასისტენტი ვიქტორია ნულანდი თბილისში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. დღეს იგი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვედა.
დღესვე, საღამოს თბილისში გამართული პრეს კონფერენციისას მან კერძოდ თქვა:

"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური წინსვლის და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ერთობლივად კონსტრუქციულად იმუშაოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიზნით. გამოწვევები რჩება, როგორც ჩემზე კარგად იცით - უმცირესობათა უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის და ეკონომიკური ზრდის აღდგენის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, გექნებათ ჩვენი მხარდაჭერა.
მე კი ვაშინგტობნში ჩავიტან გზავნილს, რომ საქართველო ძლიერია და ქვეყანა წინ მიდის."
XS
SM
MD
LG