ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი ქალები ნიუ-იორკში დაბრუნდნენ


რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო თასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მათი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა “ნიუ არკის” საერთაშორიო აეროპორტში.

აეროპორტში ამერიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრებს გულშემატკივრები ხვდებიან, ხვალ კი ნიუ-იორკში მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობის ორგანიზატორი ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლასიოა. მსვლელობა ხვალ მანჰეტენტზე, ნიუ-იორკის მერიიდან დაიწყება და ბროდვეის გავლით სანაპირომდე გაგრძელდება.

ფეხბურთში ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ფინალურ მატჩში ჰოლანდია დაამარცხეს ანგარიშით 2:0.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთში ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოირგეს. აშშ-ის ნაკრებმა ოქროს მედლები უკვე მეოთხედ მოიპოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG