მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქალაქების რამდენიმე წყება ძალიან სწრაფად ჩავარდა თალიბი მეამბოხეების ხელში, შეერთებული შტატების დესპანმა თალიბანი გააფრთხილა, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც ავღანეთში ძალისმიერი გზით მოვა, საერთაშორისო აღიარება არ ექნება.
შეერთებული შტატების დესპანი ზალმაი ხალილზადი ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც თალიბანს პოლიტიკური ოფისი აქვს, იმის სათქმელად გაემგზავრა, რომ აზრი არ აქვს საბრძოლო გამარჯვებები ეძიონ, რადგან ქაბულის სამხედრო გზით აღება იმის გარანტია იქნება, რომ ისინი გლობალურად გარიყულები აღმოჩნდებიან. დესპანი და სხვები იმედოვნებენ დაარწმუნებენ თალიბანს, რომ ამერიკული და ნატოს ძალების ქვეყნიდან გასვლის დასრულებასთან ერთად, ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.
მეამბოხეებმა 34 პროვინციული დედაქალაქიდან 5, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დაიპყრეს. ახლა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობას, კიდევ რამდენიმე ქალაქზე კონტროლისთვის ებრძვიან, მათ შორისაა ლაშქარ ღა ჰელმანდის პროვინციაში და ყანდაარი და ფარა იგივე დასახელების პროვინციებში.
Facebook Forum