ვაშინგტონმა და ანკარამ ჩრდილოეთ სირიის ქალაქ მანბიჯთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწიეს. ეს საკითხი ნატოს მოკავშირეებს შორის, დაძაბულობის მთავარ წყაროდ იყო ქცეული.
შეთანხმება შეერთებული შტატების და თურქეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების მოლაპარაკებაზე მოხდა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ერთმანეთს ორშაბათს, ვაშინგტონში შეხვდნენ.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ქვეყნებს სურთ გადადგან ნაბიჯები "მანბიჯის უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად". ერთობლივი გეგმის ეფექტურობისთვის, მხარეები კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავენ.
Facebook Forum