ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

F-35-ის ჩვენებით, ამერიკას ინდოეთის რუსეთისგან გადაბირება სურს


შეერთებულმა შტატებმა თავისი ყველაზე მოწინავე ავიაგამანადგურებელი F-35 ინდოეთში პირველად წარმოადგინა. „აერო ინდოეთი - 2023“ საავიაციო გამოფენაზე, F-35 სხვა თვითმფრინავებთან, მათ შორის F-16s, „სუპერ ჰორნეტთან“ და B-1B ბომბდამშენებთან ერთად წარმოადგინეს. ვაშინგტონს სურს რომ დელი რუსეთისგან, ინდოეთის ტრადიციული იარაღის მიმწოდებლისგან გადაიბიროს.

ინდოეთი, საკუთარი საჰაერო სამხედრო ფლოტის გასაძლიერებლად, მისი მეტწილად საბჭოთა პერიოდის ავიაგამანადგურებლების მოდერნიზაციის საჭიროების წინაშე დგას და შეშფოთებულია რუსული მომარაგების დაყოვნებებით, რაც უკრაინაში ომითაა განპირობებული. ინდოეთი დასავლეთის მხრიდან ზეწოლასაც განიცდის, რათა მოსკოვისგან დისტანცირება მოახდინოს.

ბენგალორის ავია გამოფენაზე, ამერიკული დელეგაცია ბოლო 27 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, რაც აშშ-სა და ინდოეთს შორის მზარდ სტრატეგიულ ურთიერთობას უსვამს ხაზს.

ამისგან განსხვავებით, რუსეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან ინდოეთისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო, გამოფენაზე მხოლოდ ნომინალურად იყო წარმოდგენილი. რუსულმა „როსობორონექსპორტმა“ თავის პავილიონში, „იუნაიტედ ეარკრაფტსა“ და „ალმაზ-ანტეისთან“ ერთად, თვითმფრინავების, სატვირთო მანქანების, რადარების და ტანკების მინიატურული მაკეტები გამოფინა.

წინა წლებში „როსობორონექსპორტს“ პავილიონში უფრო ცენტრალური პოზიცია ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მეტი ევროპული და ამერიკული ტექნიკის შეძენაზე დაიწყო ფიქრი, უკვე ათი წელია რუსეთს ბენგალორში ავიაგამანადგურებლები აღარ წარმოუდგენია.

XS
SM
MD
LG