ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტექნოლოგიური კომპანიების დირექტორები: SolarWinds კიბერთავდასხმა უფრო დიდი და საშიში იყო


"სოლარ უინდის" სახელით ცნობილი მასობრივი კიბერთავდასხმის მსხვერპლი კომპანიების დირექტორები ამერიკელ კანონმდებლებს შეწუხების მეტ მიზეზს აძლევენ: ისინი ამბობენ, რომ კიბერთავდასხმა იმაზე უფრო დიდი იყო და უფრო საშიშიც, ვიდრე თავდაპირველად შეფასებები აჩვენებდა.

ოფიციალური პირები, მათ შორის FireEye-ის, კიბერუსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გასულ დეკემბერში პირველად აღმოაჩინეს, რომ SolarWinds-ი, ტეხასში დაფუძნებილი სისტემური უზრუნველყოფის მართვის კომპანია კიბერთავდასხმის ცენტრში იყო, სენატორების წინაშე ჩვენებები მისცეს. ისინი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე სამშაბათს წარდგნენ და თქვეს, რომ კვლავ ზიანის შეფასებას ცდილობენ.

FireEye-is უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა თქვა, რომ ამ თავდასხმამ მთელ მსოფლიოში SolarWind-ის 18 000-მდე მომხმარებელს მიაყენა ზიანი. "მაიკროსოფტის" პრეზიდენტმა ბრეს სმითმა კი აღნიშნა, რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი გამოვლინდეს.

"თავდასხმას ბევრი სხვა მიმართულებაც აქვს, ჩვენ შესაძლოა სრულად ვერც კი გავიგოთ, რა არის დაზარალებულთა რეალური რიცხვი. ამჟამად მხოლოდ თავდამსხმელებმა იციან ის ყველაფერი, რაც ჩაიდინეს", - განაცხადა მან.

"FireEye"-ისა და "მაიკროსოფტის" ხელმძღვანელები კანონმდებლებს ეუბნებიან, რომ ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. "ეს თავდასხმა უფრო შეესაბამება რუსეთის ჯაშუშობასა და ქცევას", - ამბობენ ისინი.

"ჩვენ არსებითი მტკიცებულებები ვნახეთ იმისა, რომ თავდასხმის კვალი რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოსთან მიდის", - ამბობს "მაიკროსოფტის" პრეზიდენტი.

კანონმდებლები კი თეთრ სახლს მოუწოდებენ, ყველაფერი სწრაფად გაკეთდეს იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა გამოვლინდეს და თავდასხმაზე შესაბამისი პასუხი იყოს გაცემული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG