ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო სირიაზე იმსჯელებს


ამერიკის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სირიაში სამშვიდობო შეთანხმების შენარჩუნება რუსეთზეა დამოკიდებული.

სირიის კონფლიქტის მოგვარების გზებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 19 წევრი ქვეყანაც იმსჯელებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამერიკა-რუსეთს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სირიის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი შანსია.

შეთანხმების მიზანი სირიის მთავრობასა და მეამბოხეებს შორის ბრძოლების შეჩერება იყო, თუმცა, როგორც გაეროს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ელჩმა განუცხადა, ორშაბათს ალეპოში დაბომბვები გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG