ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც ანგარიში წარმოადგინა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც ანგარიში წარმოადგინა.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ყოფილი პრეზიდენტის, პრემიერისა და თავდაცვის მინისტრისადმი წაყენებული ბრალის საკითხები, ასევე თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაში დარჩენის საკითხი, საქართველოს შესახებ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს ადამიანის უფლებათა ყველაზე სერიოზული პრობლემები იყოპიროვნებებს შორის ძალადობა, მათ შორის ადგილობივი და პოლიტიკურად მოტივირებული. გაზრდილი საზოგადოებრივი არატოლერანტობა უმცირესობათა მიმართ. საუბარია სამართლებრივ ნაკლოვანებებზე, არასრულყოფილ გამოძიებებზე, ეჭვმიტანილებისთვის ნაადრევად ბრალის დადებაზე და წინასწარი დაკავების შეუსაბამოდ შეფარდებაზე. ასევე გაზრდილ ძალადობაზე ქალთა მიმართ. ანგარიში ყურადღებას უთმობს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას საკითხსაც და მისი თანაგუნდელების ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე დაკავებასაც.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მედიის მდგომარეობაზეცაა ყურადღება გამახვილებული. გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი ამბობს: „არავინ არ ჩათვალოს, რომ ესაა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მედია თავისუფლების საკითხზე მნიშვნელოვანი წინსვლა, მაგრამ ამავე დროს, არსებობს კრიტიკული შენიშვნები, რაც უფრო დეტალურად უნდა გაანალიზდეს.“

ანგარიში განსაკუთრებულად მოსაწონი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი გია ბარამიძე ამბობს, რომ დოკუმენტი საქართველოში შერცევითი სამართლის არსებობას ამხელს: „ადგილი აქვს შერჩევით სამართალსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც გამოიხატება მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალით, პრემიერისა და თბილისის მერის პატიმრობით. კვლავ გვაქვს, სამწუხაროდ, ციხეში ძალადობის ფაქტები. მათ შორის ადამიანის გარდაცვალების ფაქტები. მთლიანობაში, მდგომარეობა ქვეყანაში არაა სახარბიელო“.

საქართველოს ხელისუფლება თავის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, მედიის პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებას მიიჩნევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ვერბალური დაპირისპირების შემთხვევები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის.

„მოსახლეობის 80 პროცენტი ტელევიზიით იღებს ინფორმაციას. ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად აკრიტიკებენ ჟურნალისტებს იმის გამო, რომ მათ მიიჩნევენ პრო-ოპოზიციონერებად. მედიამ გააუმჯობესა სტანდარტი ბალანსის თვალსაზრისით, მაგალითად არჩევნების გაშუქებისას.

რაც შეეხება მედიას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ისინი კვლავ მჭიდროდ არიან დამოკიდებულნი ადგილობრივ ხელისუფლებაზე.“- ნათქვამია ანგარიშში. დადებითი შეფასებების მიუხედავად აქ ორი ჟურნალისტის სახელი და გვარი მაინც მოხვდა, ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლებს ნინო ჟიჟილაშვილსა და ვახო სანაიას სამსახურის დატოვება იმის გამო მოუხდათ, რომ მედიამფლობელმა ისინი „წითელი ხაზების“ გადამკვეთებად მიიჩნია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, ჟურნალ ლიბერალის პოლიტიკის განყოფილების დერაქტორი ირაკლი აბსანძე ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს: „2012 წლამდე მედიაში სარეკლამო ბაზარიც კი იმდენად მონოპოლიზირებული იყო, რომ მედია-ბაზრისსხვა მონაწილეებს არ ჰქონდათ საშუალება ოდნავ მაინც ფეხზე დამდგარიყვნენ. ახლა ვითარება შეიცვალა. სისტემური ზეწოლა მედიაზე არ არის. ინფორმაციის მიღების ხარისხიც, სახელმწიფო სტრუქტურების გამჭვირვალობა გაუმჯობესებულია. რა თქმა უნდა, კვლავ რჩება რამდენიმე სტურქტურა, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო შსს, რაც ამ მხრივ პრობლემურუწყებას წარმოადგენს. ...ჟურნალისტებს მოუწიათ სამუშაო ადგილების დატოვება, მათივე განცხადებით, არათავისუფალი გარემოს გამო. ასეთი შემთხვევები მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც, მაგრამ ესაა უფრო მედია მფლობელისა და ჟურნალისტების ურთიერთობის დაურეგულირებლობის საკითხი, რადგან ჩვენ, ჟურნალისტები, მედიამფლობელებთან, განსაკუთრებით დიდი სატელევიზიო არხების მედიამფლობელებთან, დაუცველები ვართ.“

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების საკითხსაც ეხება და მიიჩნევს, რომ ის არ იზღუდება. გამონაკლისს ამ მხირვ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG