შეერთებულ შტატებში უქმეებზე ორი მასობრივი მკლელობა მოხდა. მათ შორის შუალედი 13 საათი იყო. თავდასხმების შედეგად, რომლებსაც ტეხასის და ოჰაიოს შტატებში ჰქონდა ადგილი, 29 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. სამართალდამცავებისთვის მოტივები ჯერ უცნობია.
სამართალდამცაცები აცხადებენ, რომ ტეხასში თავდამსხმელის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. ტეხასი ერთ-ერთი შტატია, სადაც სიკვდილით დასჯა დაშვებულია. გამომძიებლები საქმეს შიდა ტერორიზის ბრალდებით იძიებენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კვირას სამთავრობო შენობებზე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა. „სიძულვის არ აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ტრამპმა და სასძინა, რომ მომავალი თავდასხმების შესაჩერებლად „ბევრი რამ კეთდება“.
კვირას შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ქალაქ დეიტონში, ოჰაიოს შტატში, ხალხმრავალ და პოპულარულ ნაწილში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 27 ადამიანი. პოლიციამ თავდასხმელი ცეცხლის გახსნიდან ერთ წუთში ადგილზე გაანეიტრალა. თავდასხმის მოტივი უცნობია.
თავდასხმამდე 13 საათით ადრე, ტეხასის შტატში, სასაზღვრო ქალაქ ელ-პასოში სავაჭრო კომპლექს „ვოლმარტში“, თავდამსხმელმა საბრძოლო შაშხანიდან ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 20 ადამიანი და დაიჭრა 26. გამომძიებლები საქმეს იძიებენ, როგორც შესაძლო სიძულვილის დანაშაულს.
Facebook Forum