ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ჯონ ჰანტსმანს რუსეთში ელჩად წარადგენს


შტატ იუტას ყოფილ გუბერნატორს ჯონ ჰანტსმანს ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთში, ამერიკის მომავალ ელჩად წარადგენს.

ის მანამდე ამერიკის ოთხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსახურობდა.

2009 წელს ჰანტსმანი პრეზიდენტმა ობამამ ჩინეთში შეერთებული შტატების ელჩად დანიშნა, თუმცა ეს პოსტი მან ორ წელიწადში დატოვა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ.

2014-ში ის ვაშინგტონში არსებულ გავლენიან ორგანიზაცია "ატლანტიკურ საბჭოს" ჩაუდგა სათავეში.

გასულ წელს მან საპრეზიდენტო არჩვნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, თუმცა მოგვიანებით მან ამ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG