ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთთან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი


სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორშაბათს, შეერთებული შტატების და რუსეთის მაღალი დონის დიპლომატებს შორის „დაძაბული“ მოლაპარაკებები შედგა, რომლის დროსაც საკითხების წყება განიხილეს, მაგრამ ჯერ კიდევ „ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი“.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას შენონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, ორშაბათს ორი მხარისთვის მნიშვნელოვანი საერთო საკითხების განსახილველად შეხვდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა შეხვედრა აღწერა როგორც: „დაძაბული, პირდაპირი და ფრთხილი, რომელიც ორივე მხარის მიერ საკითხის გადაწყვეტისადმი დაინტერესებას ასახავდა“.

მსჯელობის საგანი შეერთებულ შტატებში რუსეთის კუთვნილ შენობათა ორი კომპლექსი იყო, რომელთა დაკეტვის განკარგულება დეკემბერში, მაშინ პრეზიდენტმა ობამამ გასცა.

მხარეები ორმხრივ საკითხებზე სამუშაოდ, კვლავ შეხვედრის თაობაზე შეთანხმდნენ, თუმცა თარიღი არ დაუდგენიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG