ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნიუ იორკ თაიმსმა“ პულიცერის პრემია მოიპოვა


გამარჯვებულ მასალებს შორის იყო სტატია, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებაში გაბატონებულ კორუფციას ამხელდა

„ნიუ იორკ თაიმსმა“ ჟურნალისტიკის დარგში ერთ-ერთი პრესტიჟული პრიზი, პულიცერის პრემია მოიპოვა. გამარჯვებულ მასალებს შორის იყო სტატია, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებაში გაბატონებულ კორუფციას ამხელდა. ასევე - რეპორტაჟები კომპანიების „ეფლის“ და „ვოლმარტის“ მიერ წარმოებული ბიზნესების და ვაშინგტონის შტატში ჩამოწოლილი ზვავის შესახებ.

ახალი ამბებისთვის დაწესებული პრიზი „დენვერ პოსტმა“ აიღო კოლორადოს შტატის კინოთეატრში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გაშუქებისთვის. 14 ჟურნალისტურ კატეგორიასთან ერთად პულიცერის პრიზები ხელოვნების 7 კატეგორიაში გადაიცა. მათ შორის იყო მუსიკის, საუკეთესო რომანის, სპექტაკლის და ა.შ. პულიცერის პრემიის ტრადიციას 1917 წელს ჩაეყარა საფუძველი. დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში ტარდება. თითოეული გამარჯვებული ფულადი პრემიის სახით 10 ათას დოლარს იღებს.
XS
SM
MD
LG