შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რესპუბლიკელი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლ რაიანი დღეს მილიონობით ამერიკელი წინ სატალევიზიო დებატებში ერთმანეთს ხვდებიან.
დემოკრატი ჯო ბაიდენი 40 წლიანი გამოცდილების ვეტერანი პოლიტიკოსი, საგარეო საქმეთა საკითხების ექსპერტი, საშუალო ფენის ამერიკელთა დამცველი და პრეზიდენტ ობამას გარემოცვის უახლოესი წევრია.
პოლ რაიანს წარმომადგენელთა პალატაში 14 წლიანი გამოცდილება აქვს. თავის დროზე, ბარაკ ობამამ მას რესპუბლიკელი კონგრესმენების იდეოლოგიური ლიდერი უწოდა. რაიანმა სახელი, როგორც ბიუჯეტის საკითხებში პროფესიონალმა გაითქვა.
საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენი პოლ რაიანს და საპრეზიდენტო კანდიდატ მიტ რომნის არაერთხელ დაესხა თავს. წლის დასაწყისში ბაიდენმა მათი მისამართით შემდეგ შეფასებები გააკეთა:
„თავზეხელაღებული უნდა იყოს ადამიანი, რომ მელიონერ ამერიკელს ტრილიონობით დოლარი აჩუქოს, ჯანდაცვის სისტემა ვაუჩერით შეცვალოს და 19 მილიონი ბავშვი და ხანდაზამული ამერიკელი დაზღვევის გარეშე ყოველგვარი დახმარების გარეშე დატოვოს.“
პოლ რაიანმაც თავისი მხრიდან რესპუბლიკურ პარტიაში ანალოგიური მკვეთრი განცხადებებით გამოიჩინა თავი:
„გინდათ ობამას მიერ არჩეული გზით იაროთ? მე არ მინდა, რაგდან დანამდვილებით ვიცი, რომ ეს გზა უფრო დიდ ვალებში, ეჭვებში და პრობლემებში ჩაგვადგებს.“
პოლიტიკურ ანალიტიკოსთა განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა დღევანდელი დებატები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ერთი კვირის წინ საპრეზიდნეტო კანდიდატთა დებატების დროს, მიტ რომნიმ პრეზიდენტ ობამაზე აშკარა უპირატესობა მოიპოვა და საზოგადოების წინაშე ბარაკ ობამა ძალზე უსუსურად გამოავლინა.
ამ დღის შემდეგ პოლიტიკური რუკა შევიწროვდა და გადამწყვეტ შტატებში პრეზიდენტ ობამას უპირატესობამ მიტ რომნიზე აშკარად შემცირდა.პიუს კვლევითი ცენტრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მიტ რომნი ამ შტატებში ობამას 4 პროცენტით უსწრებს. თუმცა სხვა გამოკითხვების თანახმად, ბარაკ ობამა რომნიზე აშკარა უპირატესობით გამოირჩევა.
ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, სტივენ ჰესი ამბობს, რომ ჯო ბაიდენი დღევანდელ დებატებში პრეზიდენტთან შედარებით, ბევრად ძლიერი მეტოქე უნდა იყოს:
„მხარდამჭერები ბაიდენისგან იმ არგუმენტების მოსმენას ელიან. რაც საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატების დროს, მიტ რომნის თავდსხმების დროს ბარაკ ობამასგან ვერ მოისმინეს.“
ჰესის თქმით, ბაიდენი ასევე უნდა შეეცადოს დეპლომატიური შეცდომები არ დაუშვას და პოლ რაიანი სერიოზულ მეტოქედ აღიაროს.
ოთხშბათს, პრეზიდენტმა ობამამ რადიო ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი მიტ რომნისთან დებატებში თავს იკავებდა და ზედმიწევნით ზრდილობიან პასუხებს აძლევდა. თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯეი კერნი ბარაკ ობამას და მიტ რომნის მომავალი კვირის სატელევიზიო დებატებს სულმოუთემნლად ელის. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ობამა სამომავლო დებატებში რადიკალურად განსხვავებული არ იქნება:
„პრეზიდენტი ობამა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს ნებისიმიერ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული იყოს, პოლიტიკური თემა იქნება ეს თუ სხვა რომელიმე სპეციფიური საკითხი.იგი ამ გზიდან არასდროს გადაუხვევს.“
მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე კომენტარებს აკეთებს, პიუს კვლევითი ცენტრის განცხადებით, ამომრჩეველთა უმეტესობა ახალგარზდა ვიცე პრეზიდენტობის კანიდიდატს, პოლ რაიანს უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს.