ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხსენება აშშ-ს ბირთვულ ქობინებზე


ბირთვული შეიარაღების კონტროლის ჯგუფი შეერთებულ შტატებს ბირთვული იარაღის მარაგების რადიკალური შემცირებისკენ მოუწოდებს. ჯგუფმა სახელად „Global Zero”-მ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეერთებული შტატების მთავრობას თხოვს, რომ ბირთვული არსენალი 900 ქობინამდე შემცირდეს. ამჟამად ვაშინგტონის განკარგულებაში 5000-მდე ბირთვული ქობინია. მოხსენების მიხედვით მიზანშეწონილია ყველა სახმელეთო ინტერკონტინენტური ბირთვული იარაღის განადგურება. ჯგუფი, რომელსაც გადამდგარი გენერალი ჯეიმს კარტრაიტი ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ შეერთებული შტატების დღევანდელი ბირთვული არსენალი ცივი ომის ეპოქის ინტერესებით არის შექმნილი და არ თანხვდება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს.

XS
SM
MD
LG