ჩრდილოეთ კორეისკენ მიმავალი ამერიკული დამრტყმელი ძალები მეგობრებსა და მტრებს შორის განგაშის შეგრძნებას იწვევს.
შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის დამრტყმელი ძალების ჩრდილოეთ კორეის მიმდებარე წყლებში გაგზავნით, პრეზიდენტი ტრამპი ზრდის შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ის მზად არის ამერიკის ინტერესები, რეგიონული მოკავშირეების ინტერესებზე მაღლა დააყენოს.
ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარამ ახალი დამაჯერებლობა სირიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების შემდეგ შეიძინა, რომელიც სირიის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ სირიაზე სამხედრო დარტყმა სხვა ქვეყნებისთვის, ჩრდილოეთ კორეის ჩათვლით, გაფრთხილების მიცემა იყო, რომ თუ ისინი საშიშროებას შექმნიან, „პასუხის გაცემას უნდა ელოდნენ“.
Facebook Forum