შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის გაგრძელებას დაუჭირა მხარი, რამაც ამერიკელ კანონმდებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ტოკიოში ვიზიტის დროს ჯონ კერიმ იაპონიის ლიდერებს ქვეყნის დაცვის საქმეში ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ჯონ კერიმ ასე განაცხადა:“ იმედი მაქვს ჩრდილოეთ კორეა გაიგებს ჩვენს ნათქვამს და მიხვდება, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის, მისი ხალხისთვის, მთელი რეგიონისთვის უმჯობესი იქნება ურთიერთობის განახლება, რადგან ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის.“
დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბუნი მოწონებით შეხვდა ობამას ადმინისტრაციის მოწოდებას დიალოგის დაწყების შესახებ. მისი თქმით:“ ჩემი აზრით კერი მართალია, ჩვენ პირველებმა გადავდგით ეს ნაბიჯი, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამაც უნდა გამოამჟღავნოს კეთილგანწყობა და უარი თქვას საომარ რიტორიკაზე.“
ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სენატორმა დურბინმა აღნიშნა, რომ ვითარების განმუხტვას ჩინეთის პოზიციაც შეუწყობს ხელს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია.
რიჩარდ დურბინის განცხადებით:“ დროა ჩინეთმა მთელს რეგიონს აჩვენოს ლიდერის თვისებები. ჩვენი საერთო მიზანი მშვიდობა უნდა იყოს. მაგრამ ჩინეთმა უნდა აუხსნას ჩრდილოეთ კორეას, რომ სიტუაციის ესკალაცია მსოფლიოს უსაფრთხოებასთან ერთად ამ ქვეყნის ეკონომიკასაც დააზარალებს.“
ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. იმავე „ფოქს ნიუსის“ ეთერში რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კარნინმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა წაახალისოს ჩრდილოეთ კორეა.
მისი თქმით:“ მე არ დავუჭერ მხარს კიმ ჩენ უნისთვის გამოსასყიდის გადახდას, რათა მან რიტორიკა შეარბილოს. ეს ყველაფერი ცუდ კინოს მაგონებს.“
დღეს ჯონ კერი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ეს ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის რაკეტების მოქმედების რადიუსში იმყოფება.