ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხსოვნის დღე ამერიკაში


ხსოვნის დღე ამერიკაში
ხსოვნის დღე ამერიკაში

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტორნადოსგან დაზარალებული ქალაქ ჯოპლინის მონახულების შემდეგ დღეს ამერიკაში ხსოვნის დღეს ომში დაღუპულებს მიაგო პატივი. ხსოვნის დღე ამერიკაში ყოველწლიურად მაისის ბოლო ორშაბათს აღინიშნება. პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად არლინგტონის ნაციონალური სასაფლაო მოინახულა. შეერთებული შტატების ბევრ ქალაქში აღლუმები და ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

ვაშინგტონში ათობით ათასი მოტოციკლისტია ჩამოსული და ისინი ტრადიციულ მსვლელობას მართავენ, რომლის დროსაც მოტოციკლების ხმებს მაქსიმალურად აძლიერებენ. ამით ისინი პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ ყველა ამერიკელ ჯარისკაცს. ხსოვნის დღე ასევე აღინიშნება ავღანეთში, სადაც ამერიკელმა სამხედროებმა პატივი მიაგეს იმ 1400 ჯარისკაცს, ვინც 2001 წლიდან დღემდე ავღანეთის სამხედრო კამპანიის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG