ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში უმუშევრობა შემცირდა


შეერთებულ შტატებში უმუშევრობა შემცირდა
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა შემცირდა

შეერთებულ შტატებში უმუშევრობა შემცირდა, თუმცა ახლახან გამოქვეყნებული მონაცემები ეკონომიკის მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას არ ადასტურებს.

შრომის დეპარტამენტის მიერ გამოქვყნებული ინფორმაციის თანახმად, კერძო სექტორმა ამერიკის ეკონომიკას ნოემბერში 93 ათასი სამუშაო ადგილი შემატა. გარდა ამისა, ქვეყნის პროდუქტიულობა 2.3 პროცენტით გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა ეკონომისტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს გადააჭაბა.

ამჟამად ამერიკაში უმუშევრობის მაჩვენებელი 9.6 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ 10-დან ერთი ადამიანი არ მუშაობს. საერთო ჯამში უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში 15 მილიონზე მეტს შეადგენს.

შრომის დეპარტამენტი უმუშევრობის ახალ მაჩვენებლებს პარასკევს გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG