ბრიტანეთიდან გამოყოფის 242-ე წლისთავს, ამერიკელები ტრადიციულად პიკნიკებით, აღლუმებით და ფოიერვერკებით მთელს ქვეყანაში აღნიშნავენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია, თეთრ სახლში სამხედროების ოჯახებს უმასპინძლებენ.
4 ივლისს, ტრადიციულად, ვაშინგტონის ეროვნული არქივის კიბეზე დამოუკიდებლობის დეკლარაციას კითხულობენ. შენობის შიგნით, დოკუმენტის დედანი, კონსტიტუციასთან და კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან ერთად, თვალსაჩინო ადგილზე არის გამოფენილი.
დეკლარაციის წაკითხვის შემდეგ, ათასობით ადამიანისგან შემდგარი აღლუმი, შენობიდან დასავლეთის მიმართულებით, კონსტიტუციის გამზირზე გაემართება და თეთრ სახლსა და პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის მონუმენტს შორის დასრულდება.
კაპიტოლიუმთან კონცერტიც გაიმართება, სადაც „ბიჩ ბოის“, ჩიტა რივერა, ენდი გრამერი, „თემფთეიშენს“, „სი სი ვინანს“, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გამოვა.
ზეიმი, მზის ჩასვლის შემდეგ, დიდი ფოიერვერკით დასრულდება.
Facebook Forum