დღეს შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ამერიკის მიერ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 237 წელი შესრულდა.
ამერიკელები ამ დღეს ტრადიციულად აღლუმებით, კონცერტებით, საზეიმო წვეულებებით, პიკნიკებით და ფოიერვერკებით აღნიშნავენ. დღეს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ნახავთ ამერიკის დროშის სამფერ მორთულობებს: წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში.
ქარიშხალ სენდის მიერ მიყენებული ზარალის შემდეგ თავისუფლების ქანდაკების კომპლექსი, ამერიკის თავისუფლების და დემოკრატიის მთავარი სიმბოლო, დამთვალიერებლებს დღეს პირველად მასპინძლობს. 93-მეტრიანი ქანდაკება თავად არ დაზიანებულა, მაგრამ იმ მცირე ზომის კუნძულს, რომელზეც ის იმყოფება, დიდძალი ზარალი მიადგა.
მთავარი საზეიმო ღონისძიებები შეერთებული შტატების დედაქალაქში იმართება. ეროვნულ მოლზე შეკრებილ ვაშინგტონის სტუმრებს წელს ცნობილი მომღერალი და კომპოზიტორი, ბარი მანილოუ უმასპინძლებს. კონცერტი ტრადიციული ფოიერვერკებით დასრულდება.