ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი დაამტკიცა


ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი გამოაცხადა ორი მუხლის ბრალდებით. პრეზიდენტი დამანაშავედ სცნეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში.

ჯერ უცნობია, როდის გადავა საქმე სენატში და როდის გაიმართება სასამართლოს ტიპის მოსმენა იქ. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ იანვარში სასამართლო მოსმენა სენატის მთავარი პრიორიტეტი იქნება.

სანამ საქმე სენატს გადაეცემა, მანამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ იმპიჩმენტის მუხლები უნდა გაუგზავნოს სენატს. თუმცა, გუშინ მან განაცხდა, რომ პირველ რიგში სურს მეტი გაიგოს იმის შესახებ, თუ რას აპირებს სენატი, როგორ წარმართავს პროცესს, რათა წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტოს ვის წარადგენს პროკურორებად სასამართლოზე.

ამერიკის 243-წლიან ისტორიაში, დონალდ ტრამპი მესამე პრეზიდენტია, ვისი იმპიჩმენტიც წარმოამდგენელთა პალატამ დაამტკიცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG