ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზღვრის გასაძლიერებლად აშშ საქართველოს $10 მლნს აძლევს


შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქართლი და ამერიკული მხარეები შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქართლი და ამერიკული მხარეები შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 10 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გაწევის პირობა მისცა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 1 თებერვალს საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების ფარგლებში დაიდო. პროგრამის მიზანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მოდერნიზება და დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

ხელშეკრულების თანახმად, პირველ რიგში კასუმლოსა და ქედის სასაზღვრო პუნქტების მშენებლობა დაიწყება. ამასთან, გაძლიერდება და დაიხვეწება სომხეთის საზღვრის მონაკვეთი, სადაც დაკვირვების, თვალთვალისა და მონიტორინგის ტექნიკური საშუალებები დამონტაჟდება.

ზოგიერთ ამ ტექნიკურ შესაძლებლობებში შედის სასაზღვრო კოშკურების აშენება, ღამის ხედვისა და სითბური კამერების დამონტაჟება და პუნქტების სპეციალიზირებული ტექნიკითა და ავტო-სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “2017 წლის მარტამდე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი მთლიანად აღიჭურვება დაკვირვების სისტემებითა და ტექნიკური საშუალებებით.”

შეერთებული შტატები ასევე გეგმავს ხელშეკრულების ფარგლებში კინოლოგიური ცენტრის აშენებას, სადაც შესაძლებელი იქნება ინსტრუქტორების გადამზადება და ძაღლების გაწვრთვნა.

XS
SM
MD
LG