ამინდის სისტემამ, რომელმაც სამხრეთის შტატ ლუიზიანაში წყალდიდობა გამოიწვია, ამ ტერიტორიიდან გადაინაცვლა. თუმცა სინოპტიკოსები ხალხს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ, რადგან შესაძლოა ზოგიერთ მდინარეში წყლის დონემ კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში აიწიოს.
კვირას, გუბერნატორმა ბელ ედვარდსმა განაცხადა, რომ შტატის სამხრეთში 20 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და 10 ათასზე მეტი თავშესაფრებში იმყოფება.
პრეზიდენტმა ობამამ კვირას შტატში სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა, რაც ლუიზიანას ფედერალური დახმარებით უზრუნველყოფს.