ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური ძალები ქ. პორტლდენდის დატოვებას იწყებენ


ადგილობრივ ხელისუფლებასა და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიღწეული შეთანხების საფუძველზე, ორეგონის გუბერნატორმა, ქეით ბრაუნმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ფედერალური ოფიცრები ქალაქ პორტლენდს დატოვებენ.

ფედერალური მთავრობის განცხადებით, პორტლენდში არსებული მძიმე სიტუაციის გამო, აუცილებელი იყო ფედერალური ოფიცრების იქ გაგზავნა, რათა მათ დემონსტრანტებისგან დაეცვათ სახელმწიფოს ქონება, მათ შორის სასამართლოს შენობაც.

გუბერნატორი ბრაუნი გააკრიტიკეს მისი გადაწყვეტილების გამო გამოეყენებინა ფედერალური აგენტების დახმარება. მისი მოწინააღმდეგეების აზრით, ისინი ოკუპანტებივით იქცეოდნენ და ქალაქში ძალადობა შეიტანეს. პორტლენდის მერმა, ტედ უილერმა თქვა, რომ მათმა იქ ყოფნამ უფრო გაართულა მდგომარეობა და ძალადობისა და ვანდალიზმის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ჩად ვულფს, მოქმედ მდივანს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, არ დაუსახელებია კონკრეტული დრო, თუ როდის დატოვებენ ქალაქს ფედერალური ძალები. თუმცა, განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების დაცვასა და ქუჩებში უსაფრთხოებაზე კონტროლს, ახლა ისევ ადგილობრივი მთავრობა და სამართალდამცველები აიღებენ თავის თავზე.

მისი თქმით, ფედერალური მთავრობის სამართალდამცველები მას შემდეგ დატოვებენ ქალაქს, რაც ნათელი იქნება, რომ დემონსტრანტები აღარ დაესხმიან თავს სახელმწიფო შენობებს და მათ შორის სასამართლოსაც.

შეგახსენებთ, რომ შაბათ-კვირას, ანტირასისტულმა საპროტესტო გამოსვლებმა ძალადობრივი ფორმა მიიღო. პორტლენდში, ორეგონის შტატში, აქციის მონაწილეები ფედერალურ აგენტებს დაუპირსპირდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG