ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 6 სპეციალიზებული ავტომობილი გადასცა.
ინფორმაცია ამის შესახებ საელჩომ ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გაავრცელა.
"საგანგებო სიტუაციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სპეციალურ ტექნიკას, რომელიც მამაც მაშველებს დანიშნულების ადგილამდე მარტივად და უსაფრთხოდ მიიყვანს.
ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ექვსი ახალი, მაღალი გამავლობის, სპეციალიზებული მანქანა გადასცა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს" - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების ბოლოს ამერიკის საელჩო წერს "მშვიდობაში"
Facebook Forum