ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით ქართველ მეგობრებს, პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაში


ფოტო "რადიო თავისუფლება"
ფოტო "რადიო თავისუფლება"

2020 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოში აშშ-ის საელჩომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ შარშან რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა, რა დროსაც ასობით ადამიანი დაშავდა. დღეს აშშ-ის საელჩო "ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ."

განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში აღინიშნებოდა გამოწვევები და გაურკვევლობები, ისევე, როგორც დიალოგი, კომპრომისი და მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში, აშშ-ის საელჩოს განმარტებით, კიდევ უფრო მეტ გამოწვევას უნდა ელოდოს ქვეყანა, უმთავრესად, კი პანდემიასთან ბრძოლის მხრივ, გაჩნდება შესაძლებლობებიც. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს მტკიცებით,"შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG