1. ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი უპარტიო იყო. მმართველობის 8 წლის მანძილზე ის არცერთ ფრაქციასთანაც კი არ იყო ასოცირებული.
2. ამერიკას სულ 43 პრეზიდენტი ჰყავდა. ბარაკ ობამას 44-ე პრეზიდენტად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ გროვერ კლივლენდმა პოსტი ორჯერ დაიკავა. ის შეერთებული შტატების რიგით 22-ე და ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ, 24-ე პრეზიდენტი იყო.
3. 43 პრეზიდენტიდან 2 ვადით მხოლოდ 12-მა იმსახურა. ფრანკლინ დელანო რუზველტი 4-ჯერ აირჩიეს, ვიდრე კონსტიტუციაში ოცდამეერთე შესწორების შეტანის საჭიროება არ გაჩნდა. რუზველტი 1933 წელს აირჩიეს და მან პოსტზე 1945 წლამდე, გარდაცვალებამდე იმსახურა.
4. პოსტზე 8 პრეზიდენტი დაიღუპა. 4 - ავადმყოფობით გარდაიცვალა და 4 მოკლეს.
5. არჩევნებზე 4-ჯერ მოხდა ისე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლების ხმის უმრავლესობა მოიგო, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის ხმები დააკლდა და პრეზიდენტი ვერ გახდა. ესენი არიან: 1824 წელს ენდრიუ ჯეკსონი; 1876-ში სამუელ ტილდენი; 1888 წელს გროვერ კლივლენდი და 2000-ში ალ გორი.
6. დამოუკიდებლობის დეკლარაციის 56 ხელმომწერიდან თორმეტი 35 წლამდე ახალგაზრდა იყო. დეკლარაციამ საფუძველი ახალი სახელმწიფოს შექმნას, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაუყარა.
7. ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ჯონ კენედი გახლდათ. ის 43 წლის ასაკში აირჩიეს. ყველაზე ასაკოვანი კი რონალდ რეიგანი იყო. ხელმეორე ვადით არჩევის შემდეგ, მან პოსტი 73 წლის ასაკში დაიკავა.
8. ჯეიმს ბიუკენენი ერთადერთი დაუქორწინებელი პრეზიდენტი გახლდათ. რონალდ რეიგანი კი - ერთადერთი ცოლს გაყრილი პრეზიდენტი. ტომას ჯეფერსონი და მარტინ ვან-ბურენი ქვრივები იყვნენ და ხელმეორედ პრეზიდენტობის პერიოდში იქორწინეს.
9. ამერიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო.
10. პირველი ქალი, რომელიც წამყვანმა პარტიამ თავის ნომინანტად დაასახელა, ჰილარი კლინტონი გახლდათ.