შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა მექსიკის საზღვარზე საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, რომლითაც ამერიკაში ნარკოტიკები შემოქონდათ.
რეიდის დროს ამერიკელმა სამართალდამცავებმა 14 ტონა მარიხუანა ამოიღეს. 400 მეტრიანი გვირაბი მექსიკის ქალაქ ტიხუანას საწყობებიდან კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოს ინდუსტრიული პარკის ტერიტორიამდე გრძელდებოდა.
ამერიკელი გამომძიებლების განცხადების თანახმად გვირაბში ელექტროგაყვანილობა და სავენტილაციო სისტემა მოქმედებდა.
შარშან ნოემბერში კალიფორნიის და მექსიკის დამაკავშირებელი კიდევ ორი გვირაბი აღმოაჩინეს და 50 ტონა მარიხუანა ამოიღეს.
მექსიკაში 2006 წლიდან პრეზიდენტ ფილიპე კალდერონის მეთაურობით დაუნდობელი ომი მიმდინარეობს ნარკო-კარტელების წინააღმდეგ, რომელმაც 45 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.