ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის ანგარიში რუსეთის მიერ გავლენის გავრცელების მცდელობების შესახებ


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ოთხშაბათს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნდა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი წევრების მიერ მომზადებული ანგარიში ამბობს, რომ „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა შეიმუშავა გავლენის საზღვარგარეთ გავრცელების მრავალგვარი ინსტრუმენტები და მექანიზმები და როგორც ჩანს ის მიზნად ისახავს, გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება იმისათვის, რომ დააზიანოს ტრანს-ატლანტიკური ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტები".

მოკვლევა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ანგარიშის ავტორებს ჰქონდათ კომუნიკაცია იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც კრემლის სამიზნე გახდნენ.

206-გვერდიან ანგარიშში დოკუმენტირებულია ინფორმაცია რუსეთის მიერ მის ფარგლებს გარეთ გავლენის გავრცელების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG