ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის რეზოლუციის პროექტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე


აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია 12 სექტემბერს წარედგინა.
რეზოლუცია (H. Res. 1030) გმობს სირიის მიერ საქართველოს სეპარატისტული, ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.
ორპარტიული რეზოლუციის სპონსორია კონგრესმენი ფრენსის რუნი (რესპუბლიკელი, ფლორიდის შტატი) და მას ჰყავს 6 თანასპონსორი კონგრესმენი ორივე პარტიიდან.
რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას.
რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიაში მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოს საიმედო პარტნიორობას.
რეზოლუციის მნიშვნელობა დაადასტურა აშშ-ში საქართველოს საელჩომ, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი და მთავარი ასპექტები გაავრცელა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG