ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი ტერაქტებს გმობს


ქუვეითი, 26 ივნისი
ქუვეითი, 26 ივნისი

თეთრი სახლი დღეს ტუნისში, ქუვეითსა და საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს "სასტიკად გმობს".

"ჩვენ ვლოცულობთ ამ საზარელი თავდასხმების შედეგად დაღუპულებზე, მათ ახლობლებზე და სამივე ქვეყნის ხალხზე," ვკითხულობთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ პრეს-მდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩვენ ვლოცულობთ ამ საზარელი თავდასხმების შედეგად დაღუპულებზე, მათ ახლობლებზე და სამივე ქვეყნის ხალხზე.
ციტატა თეთრი სახლის განცხადებიდან

"როგორც პრეზიდენტმა გასული კვირების განმავლობაში ფრანგ, ქუვეითელ და ტუნისელ კოლეგებთან განიხილა, ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ ტერორიზმის ჭირთან ბრძოლაში," ნათქვამია განცხადებაში. "ჩვენ ვდგავართ ამ ქვეყნების გვერდით როცა ისინი მათასავე მიწაზე თავდასხმებს პასუხობენ."

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თეთრმა სახლმა სამივე ქვეყანას დახმარება უკვე შესთავაზა.

"არც ერთ საზოგადოებაში ტერორიზმის ადგილი არ არის, შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდროდ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმის დასამარცხებლად და მსოფლიოს ირგვლივ ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად," ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.


XS
SM
MD
LG